ᲒᲐᲛᲝᲡᲪᲐᲓᲔ ᲛᲐᲢᲠᲐᲡᲘ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲡᲐᲫᲘᲜᲔᲑᲔᲚᲨᲘ
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲡᲐᲢᲔᲡᲢᲝ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲘ?
იძინე Sheep-ის მატრასზე 100 ღამის განმავლობაში. თუ ჩათვლი, რომ ის შენთვის იდეალური არ არის, უკან დავიბრუნებთ და თანხას სრულად აგინაზღაურებთ. გაეცანი დაბრუნების მარტივ პირობებს.
-
ᲨᲔᲙᲕᲔᲗᲐ ᲓᲐ ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲐ
შეუკვეთე სასურველი მატრასი ონლაინ და ჩვენ მას პირდაპირ კართან, სრულიად უფასოდ მოგიტანთ.
-
ᲒᲐᲮᲡᲜᲐ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲦᲐᲛᲔ
ამოიღე მატრასი ყუთიდან და დაუცადე ფორმის მიღება. 100-ღამიანი სატესტო პერიოდის ათვლა მიწოდების დღიდან იწყება.
-
30-ᲦᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲐᲓᲐᲞᲢᲐᲪᲘᲐ
შენს სხეულს დრო სჭირდება ახალ მატრასთან შესაგუებლად. სწორედ ამიტომ, დაბრუნების მოთხოვნა შესაძლებელია მატრასის მიღებიდან მინიმუმ 30 ღამის გასვლის შემდეგ.
-
ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲐ (ᲗᲣ ᲐᲠ ᲛᲝᲒᲔᲬᲝᲜᲐ)
თუ 30-დღიანი ადაპტაციის შემდეგ გადაწყვეტ, რომ მატრასი არ გერგება, დაგვიკავშირდი (100-დღიანი ვადის ამოწურვამდე). ჩვენ მატრასს თავად წავიღებთ და თანხას სრულად დაგიბრუნებთ.